მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 24.98 მლნ ლარი გამოყო

64ba9c7e87aaa
ნინო ტაბატაძე
22.07.23 00:30
708
ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა 20 შემთხვევის დასაფინანსებლად გამოიყო, ჯამურად 24.9 მლნ ლარის ოდენობით.

რა საკითხების მოსაგვარებლად გამოიყო თანხები კონკრეტული შემთხვევები არ ჩანს, თუმცა ყველაზე მეტი თანხის - 9.1 მლნ გამოყოფა მთავრობს ადმინისტრაციისთვის მოხდა. თანხები გამოიყო მათ შორის, 7 მლნ გამოიყო არჩევნების ჩატარების ღონისძიებებითვის, თუმცა საიდანაც ათვისებლია 6.2 მლნ; 1.2 მლნ გამოყოფილია საკანონმდებლო საქმიანობის ადმინისტრირებისთვის, თუმცა ჯერ თანხა გადარიცხული არ არის. 1 მლნ გამოეყო ფინანსთა სამინისტროს; 1.5 მლნ საგარეო საქმეთა სამინისტროს და 1 მლნ-ზე მეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავებასა და მართვაზე.

გამოყოფილი ასიგნებებიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა სულ 19.47 მლნ ლარი. შესაბამისად, 2023 წლის 1 ივლისისთვის აუთვისებელი თანხების მოცულობამ სულ 5.5 მლნ ლარი იყო.

2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი - 60.0 მლნ ლარით არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები