2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).
რაც შეეხება ქორწინების მაჩვენებელს, მიმდინარე წლის 6 თვეში განქორწინების რიცხვს გადააჭარბა. კერძოდ, 2023 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828
შემთხვევა.
რეგიონულ ჭრილში ქორწინების რაოდენობა ყველაზე მაღალი თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში იყო: თბილისი - 3 057; იმერეთი - 1 614; ქვემო ქართლი - 1 304. განქორწინების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ მოდიან იმერეთი და სამეგრელო და ზემო სვანეთი.