მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ტურისტულ შემოსავლებში რუსეთის წილი 27%-ს შეადგენს

საქ.ეკონომიკა
BM.GE
31.07.23 21:33
42

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის წილი საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულ შემოსავლებში 27%-ს აღწევს. ჯამში მიმდინარე წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პრეპანდემიურ პერიოდში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში რუსეთის წილი 30% იყო. ვიზიტორებიდან მიღებულ შემოსავლებში მეორე ადგილი თურქეთს უკავია 15%-იანი წილით. 2019 წლის ექვს თვესთან შედარებით თურქეთის წილი 2%-ით არის გაზრდილი.

ჯამში 2023 წლის ექვს თვეში მეზობელი ქვეყნების წილი საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებულ შემოსავლებში თითქმის 50% შეადგინა, რაც 2019 წლის წლის მაჩვენებელს 6 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება, რისი მიზეზიც როგორც TBC Capital წერს, აზერბაიჯანის წილის შემცირებაა და რუსეთის შემოსავლების წილი პრეპანდემიურ პერიოდს ჯერ არ დაბრუნებია.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების წილს ტურიზმის შემოსავლებში, 2019 წლის ექვს თვესთან შედარებით, ერთი პროცენტით არის შემცირებული და 2023 წლის 6 თვეში 12%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ის, რომ ეროვნული ბანკი ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად კვლავ ითვლის დიდი ბრიტანეთის მაჩვენებელს.

2023 წლის ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობისგან მიღებული შემოსავალი 58%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება 2019 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პრეპანდემიურ პერიოდს 24%-ით აღემატება.

2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2.5 მლნ საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. შესაბამისად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.

პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით თურქეთი ლიდერობს, საიდანაც 582 527 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 122%-ს აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 16.6%-ია. მეორე ადგილზეა რუსეთი, საიდანაც 577 632 ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 134%-ს შეადგენს, თუმცა 16.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მესამე ადგილს 397 116 ვიზიტით სომხეთი იკავებს, ზრდა 103%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება საზღვრის კვეთის მაჩვენებელს, 2023 წლის 6 თვეში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 89%-ით აღდგა 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სახლემეთო გზით შემოსული ვიზიტორების აღდგენის მაჩვენებელი კი 75%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები