მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა

ტურიზმი

2026 წლის 6 თვეში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით 1 მილიარდ 931 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. მიზეზი მეორე კვარტალში დაფიქსირებული კლებაა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ მეორე კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის 6 თვეშიც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო - ჯამში 307 მლნ დოლარი, შემდეგ მოდის თურქეთი 255 მლნ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ისრაელი 223 მლნ დოლარით.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი შემოსავალი შემოვიდა:

  • რუსეთი: $307.1 მლნ - კლება 0.23%;
  • თურქეთი: $255 მლნ - კლება 1.35%;
  • ისრაელი: $222.7 მლნ - კლება 8%;
  • აზერბაიჯანი: $107.6 მლნ - მატება 5%;
  • უკრაინა: $99 მლნ - მატება 42%;

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველომ 335.6 მლნ მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტალის მონაცემზე 58.6 მლნ დოლარით, ანუ 21%-ით მეტია.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით 2 734 504-მდე შემცირდა. წელს ვიზიტებში ყველაზე დიდი კლება თითქმის 49% ირანიდან დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები