მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ტურიზმის აღდგენის შენელების მიზეზი აპრილ-მაისში არსებული სოციალური დაძაბულობაა - TBC Capital

აქციები
02.08.24 11:58
407

2024 წლის პირველ ნახევარში ტურიზმი საქართველოში 2019 წელთან შედარებით 83%-ით აღდგა. “თიბისი კაპიტალში“ განმარტავენ, რომ აპრილსა და მაისში არსებული სოციალური დაძაბულობა და, შესაბამისად, მასშტაბური დემონსტრაციები შენელების მთავარი მიზეზია.

ტურიზმის 6 თვის განახლებაში მოცემულია ოფიციალური სტატისტიკა ტურიზმის მაჩვენებლების აღდგენის შესახებ სხვადასხვა მიმართულების მიხედვით.

„მეზობელი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, კვლავ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს. ხოლო, ისრაელმა და ახლო აღმოსავლეთმა აჩვენეს ძლიერი აღდგენა რაც შეესაბამება 164% და 151%-იან მაჩვენებელს.

ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებელი­­ (16%), კვლავ აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. შეზღუდული აღდგენის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის კვლავაც ნაწილობრივ დახურული საზღვარი აზერბაიჯანის მხარეს. აზერბაიჯანის მთავრობის დირექტივის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

რაც შეეხება შემოსავლებს, ტურიზმის განახლებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში შემოსავლების უფრო ძლიერი ზრდა დაფიქსირდა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ამ ზრდაში კი ყველაზე დიდი წვლილი ისრაელი და საუდის არაბეთმა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან შემოსავალი სომხეთიდან და ევროკავშირიდან 2024 წლის მეორე კვარტალში 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 12.7%-ით და 3.2%-ით შემცირდა, შესაბამისად.

„საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან ტურისტების ზრდასთან ერთად იზრდება მოგზაურობიდან შემოსავლები და მათი წილი საერთაშორისო ვიზიტორების მთლიან შემოსავლებში“, - აღნიშნულია ტურიზმის განახლებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები