მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

60 წელს ზემოთ მოქალაქეებში ვაქცინაციაზე აქტივობა ძალიან დაბალია - ტიკარაძე

61386ad60dba2
ინგა მურუსიძე
08.09.21 11:50
455
"60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მაღალია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 70 წელს ზემოთ მოქალაქეებში.

„ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მაღალი გვაქვს 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში; როცა ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულების ავადობის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზემოთ ვაქცინაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გაააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც მეტი რისკები გვაქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები