მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$69-მილიონიანი სასტუმრო „პარაგრაფ აბასთუმანის“ გახსნა 2023 წლისთვის იგეგმება

6213a5c552e64
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 00:24
2528
„მარიოტის“ უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ აბასთუმანის“ დასრულება 2023 წელს იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს, რომელიც 2020 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თანაინვესტირების ფონდიდან მსხვილი ტურისტული საინვესტიციო პროექტებით „ქართუ ფონდში“ გადაიტანა.

ტურიზმის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ 2022 წლის იანვრის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 69 მლნ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ პროექტის ღირებულება საწყისი 60 მლნ დოლარიდან 9 მილიონით გაიზარდა.

„აღნიშნული პროექტი იგივე სეგმენტზეა გათვლილი, რომელზეც ყველასთვის უკვე ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი“. ბრენდის მახასიათებლებზე და დეტალებზე კი სასტუმროს გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე ვისაუბრებთ და ინფორმაციას ყველა დაინტერესებულ პირს მივაწვდით“, - ამბობენ ფონდში.

დღემდე არსებული ინფორმაციით, „პარაგრაფ აბასთუმანის“ 150-ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა 360-გრადუსიანი ხედით. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 20 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 30 000 კვ.მ-ია. შენობის არქიტექტურა ალპური ხასიათის მქონე ფასადისაგან შედგება, რაც კარგად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. მოსაპირკეთებელ მასალად კი ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები