მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 დეკემბერი: covid-19-მა 36 ადამიანი იმსხვერპლა

5fcdcaf4cfec9
ინგა მურუსიძე
07.12.20 10:56
613
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსმა 36 ადამიანი იმსხვერპლა. სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სულ გარდაცვლილია 1 540 მოქალაქე.

გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 - PCR.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 988 პირი, სულ - 137 499.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები