მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 დეკემბერი: ყველაზე მეტი covid-შემთხვევა კვლავ თბილისშია

5fcdd41c71168
ინგა მურუსიძე
07.12.20 11:10
685
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR. ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

სიჭინავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 501 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 164 976-ს.

რაც შეეხება კოვიდ-გეოგრაფიას, ის ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 337, იმერეთში - 397, ქვემო ქართლში - 175, შიდა ქართლში - 108, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 177, კახეთში - 80, მცხეთა-მთიანეთში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები