მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 მაისს ჭალადიდი-ხორგა-ხობის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

5eb2b1ff0a9de
ინგა მურუსიძე
06.05.20 17:04
1242
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 7 მაისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის კმ0+00-ზე, სადგურ ჭალადიდში 23-ე კმ-ზე მე-10 პკ-ში მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას, ასევე დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოება.

როგორც bm.ge-ის გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დროებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) და სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზებზე.

ამასთან, საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები