7 მარტს ბათუმში გადაცემა “უძრავი ქონების პროსპექტის” ფარგლებში სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის ღონისძიება GREMO გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები BMG და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "პროსპექტი" არიან.
შეხვედრა სასტუმრო Courtyard by Marriott-ში 17:30 საათიდან დაიწყება.
GREMO-ს ფარგლებში „აჭარის უძრავი ქონების ბაზარი 2024 წლის შეჯამება & 2025-ის პერსპექტივები“ - ამ სახელწოდებით უახლოესი კვლევის შედეგებს დამსწრე აუდიტორიას „თიბისი კაპიტალი“ წარუდგენს.
სამშენებლო და დეველოპერული სექტორის შესახებ პრეზენტაციას გამართავს "ალიანს ჯგუფი."
გასულ წელს შეაჯამებს და 2025-ის პროდუქტების პრეზენტაციას წარადგენს „თიბისი ლიზინგი,“ რის შემდეგაც სექტორის მთავარ მოთამაშეებთან ერთად, პანელური დისკუსია გაიმართება. პანელის თემა მიმდინარე წლისთვის უძრავი ქონების და მშენებლობის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები იქნება.
დასკვნით ნაწილში "უძრავი ქონების პროსპექტი“ სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დააჯილდოებს.
GREMO-ს გენერალური სპონსორია სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი.“
ღონისძიების მხარდამჭერია „თიბისი კაპიტალი“ და Courtyard by Marriott.
ღონისძიების პარტნიორები არიან „იელთი ჯგუფი,“ "აპარტ ჯგუფი“, "მეტროპოლი“ , კომპანია "სმარტერი“ , "ტექნოჯიმი“ და "თიბისი ლიზინგი.“
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ასევე შეეძლებათ tkt.ge -ზე.
GREMO 2021 წლიდან შეიქმნა და ის ყოველწლიურად საქართველოს უძრავი ქონების სექტორისთვის შემაჯამებელ კონფერენციებს თბილისსა და ბათუმში მართავს.
შეგახსენებთ, რომ ტელეგადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ BMG-ს სატელევიზიო არხზე 2.5 წელია გადის.
გადაცემის წარმდგენია „ალიანს ჯგუფი.“




























