მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 თებერვლიდან Bus Lane-ებში გადაადგილება კვლავ აიკრძალება

601bd7bdc48fe
BM.GE
04.02.21 15:09
825
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება 8 თებერვლიდან განახლდება.

"დედაქალაქის მერია მძღოლებსა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, 7 თებერვლიდან თავი შეიკავონ ავტობუსის ზოლში მოძრაობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრიდან Bus Lane-ებში მოძრაობა დაშვებულია, რამდენადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო გაზრდილი იყო კერძო ავტომობილების მოძრაობა, რაც იწვევდა საცობებს. აქედან გამომდინარე მერიამ შს სამინისტროსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავტობუსე ზოლებში მოძრაობისთვის ავტომობილები დროებით არ დაეჯარიმებინათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები