ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლების, არჩილისა და საქართველოსთვის! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა. ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან 7 წელი გავიდა.
"ისტორიას გმირები ქმნიან. 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში სასტიკად მოკლეს. მისი წამებული სხეული 26 დღის შემდეგ დააბრუნეს - ეს არის რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლების, არჩილისა და საქართველოსთვის! ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ გმირებს!",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.




























