მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1,3 მლრდ ლარი დაუბრუნდა

ფული ბევრი

7 თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1,3 მლრდ ლარი დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 2,3 მლრდ ლარამდე დაუბრუნდა, 2021 წელს - 1,8 მლრდ ლარი, ხოლო 2020 წელს ეს თანხა 1 მილიარდ ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, გადასახადის გადამხდელებისთვის დღგ-ს დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება 2019 წლის თებერვლიდან გახდა შესაძლებელი. თუ ადრე კომპანიებს დღგ-ს დაბრუნებისთვის მოთხოვნის წარდგენა უწევდათ, დღეს მათ თანხა ავტომატურად, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე უბრუნდებათ.