მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

ლარი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფომ წელს 15.3 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც მთლიანად 2023 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 92%-ია. შესაბამისად, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში არსებული საგადასახადო შესრულება გეგმით განსაზღვრულ 16.7 მილიარდ ლარს რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გადააჭარბებს.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით 11 თვის შესრულება ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 6.2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 91%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 5 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 93%;
  • აქციზის გადასახადი - 2 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 92%;
  • მოგების გადასახადი - 1.8 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 91%;
  • იმპორტის გადასახადი - 140 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 94%.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.27 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო (წლიური გეგმის 91%), ხოლო საგარეო ვალების მოზიდვის მხრივ შემოსავალი 1.65 მილიარდი ლარია (წლიური გეგმის 88%).

გეგმას ყველაზე მეტად ჩამორჩება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავალი. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურ მთავრობას სულ 200 მილიონი ლარი უნდა მიეღო სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან, თუმცა 11 თვეში შესრულება მხოლოდ 105.6 მილიონი ლარია, რაც წლიური გეგმის 53%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები