მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

642a996d5b097
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.23 13:32
610
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის იანვარ-თებერვლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 2.8 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც პირველი კვარტლის საგადასახადო გეგმის 68%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შემოსავლები ასე ნაწილდება:

● დამატებული ღირებულების გადასახადი - 1,038 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 70%;
● საშემოსავლო გადასახადი - 956 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 75%;
● მოგების გადასახადი - 284 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 41%;
● აქციზი - 273 მილიონი ლარი, 3 თვის გეგმის 82%.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში პრივატიზაციის გეგმაა 28 მილიონი ლარი, ხოლო შესრულებამ მხოლოდ 110 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 0.4%-ია.

მთლიანად 2023 წლის განმავლობაში მთავრობა გადასახადებიდან 16.3 მილიარდი ლარის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს. აქედან 5.1 მილიარდი ლარის საშემოსავლო გადასახადიდან, ხოლო 6.7 მილიარდი ლარის დღგ-დან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები