მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

ლარი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის პირველი 4 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა მთავრობამ 8.3 მილიარდი ლარის შემოსულობები მიიღო, საიდანაც გადასახადები 6.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ანგარიშის თანახმად, კონკრეტული გადასახადების მიხედვით 2024 წლის პირველ 4 თვეში ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 2.4 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 70%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 2.2 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 69%;
  • მოგების გადასახადი - 1.1 მილიარდი ლარი, 6 თვის გეგმის 71%;
  • აქციზი - 748 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 74%;
  • იმპორტის გადასახადი - 45 მილიონი ლარი, 6 თვის გეგმის 63%.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ბიუჯეტმა ახალი ვალების აღებით 784 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (6 თვის გეგმის 81%), საიდანაც შიდა ვალი 439 მილიონ ლარს, ხოლო ახალი საგარეო ვალები 346 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავალმა პრივატიზაციიდან 60.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 83%-ია. საქართველოს მთავრობა 2024 წელს სულ პრივატიზაციიდან 200 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას მოელის.

ამასთან, ბიუჯეტმა მიიღო 342 მილიონი ლარის სხვა შემოსავლები, საიდანაც საჯარიმო შემოსავალი 55 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები