მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

7 თვეში ექსპორტი 16%-ით $3.6 მილიარდამდე გაიზარდა

ექსპორტი

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი თითქმის 3.6 მილიარდი დოლარი იყო (გაიზარდა 15.7%), ხოლო იმპორტი 8.5 მილიარდი დოლარი (ზრდა 19%-ს შეადგენს). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 4.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41%-ია.

უშუალოდ ივლისში ექსპორტის მაჩვენებელმა 523 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება ექსპორტს, ივლისში იმპორტის მაჩვენებელი თითქმის 1.2 მილიარდი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები