2023 წლის 7 თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აქედან ექსპორტი 3.6 მილიარდი დოლარი იყო, თითქმის 16%-ით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი 8.5 მილიარდი დოლარი, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასე ჩამოყალიბდა: სომხეთი (495 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 177.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 620.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19% შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).