2024 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით საქართველოში ნაბეჭდი წიგნების, ბროშურების, ფურცლებისა და სხვა ნაბეჭდი მასალების იმპორტი გაიზარდა. შესაბამისად ქვეყანამ 924 ტონა წიგნები 4 მილიონ 638 ათას დოლარად შეიძინა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იმპორტის მოცულობა 10.3%-ით, ხოლო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ წლების განმავლობაში საქართველოსთვის წიგნების ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანა მეზობელი თურქეთი იყო. იანვარ-ივლისის იმპორტის მაჩვენებლით, შეძენილი საქონლის ნახევარი სწორედ თურქეთიდან შემოვიდა და იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანია ადგილიც ამ ქვეყანას უკავია.
წიგნების უმსხვილესი TOP-5 საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთი:
- თურქეთი - $2.2 მლნ, 576 ტონა;
- პოლონეთი - $648 ათასი, 31 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო - $367 ათასი, 23 ტონა;
- ირანი - $347 ათასი, 108 ტონა;
- ჩინეთი - $279 ათასი, 72 ტონა;
ნაბეჭდი წიგნები, ბროშურების, ფურცლების და ანალოგიური ნაბეჭდი მასალები გერმანიიდან, რუსეთიდან, ბელგიიდან, ჰონ-კონგიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მცირე მოცულობით შემოდის.