2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნაბეჭდი წიგნების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ ამ პერიოდში 6 მილიონ 908 ათასი დოლარის ღირებულების 1 332 ტონა წიგნების შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 29.4%-ით, მოცულობა კი 13.5%-ით.
ამ პერიოდში ნაბეჭდი წიგნების, ბროშურების, ფურცლების და ანალოგიური ნაბეჭდი მასალა ყველაზე დიდი მოცულობით თურქეთიდან შევიძინეთ. TOP-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- თურქეთი - $2.3 მლნ, 597 ტონა;
- გერმანია - $871 ათასი, 76 ტონა;
- ირანი - $847 ათასი, 226 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო - $566 ათასი, 33 ტონა;
- ჩინეთი - $470 ათასი, 47 ტონა.
წიგნები მცირე მოცულობით ასევე შემოგვაქვს ბელგიიდან, ჰონ-კონგიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.