მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 თვეში ყველაზე მეტად ვაქცინების, სისხლის და იმუნური პროდუქტის იმპორტი გაიზარდა

6120e187f420b
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.21 15:36
1254
2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.7%-ით გაიზარდა და 7.5 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 7 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში საქონლის შესაძენად 19.3%-ით მეტი თანხა გავიდა და იმპორტის მოცულობამ ჯამში 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 461.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 405.0 მლნ დოლარით (იმპორტის 7.8%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 395.6 მლნ დოლარით (იმპორტის 7.6%).

უნდა აღნიშნოს, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში ყველაზე მეტად ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტის იმპორტი გაიზარდა.

2021 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 461.8 მლნ დოლარი, ზრდა 2.2%;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 404.9 მლნ დოლარი, ზრდა 45.3%;
3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 395.6 მლნ დოლარი, ზრდა - 30.7%;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 203.7 მლნ დოლარი, ზრდა - 11.9%;
5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 179.5 მლნ დოლარი, კლება - 4.5%;
6. სატელეფონო აპარატები - 115.1 მლნ დოლარი, ზრდა - 32.2%;
7. სატვირთო ავტომობილები - 71.7 მლნ დოლარი, ზრდა - 83.1%;
8. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 61.9 მლნ დოლარი, ზრდა - 221.5%;
9. გამომთვლელი მანქანები - 61 მლნ დოლარი, ზრდა - 89.9%;
10. ხორბალი და მესლინი - 46.3 მლნ დოლარი, კლება - 5.9%

დანარჩენი საქონლის შესაძენად კი ქვეყნიდან 3.2 მლრდ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17.2%-ით აღემატება.

რაც შეეხება იმპორტის მიხედვით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს, ესენია: თურქეთი (917.3 მლნ დოლარი); რუსეთი (545.3 მლნ დოლარი); ჩინეთი (459.4 მლნ დოლარი); აშშ (335.1 მლნ დოლარი); აზერბაიჯანი (291.5 მლნ დოლარი); სომხეთი (271.8 მლნ დოლარი); გერმანია (250.4 მლნ დოლარი); უკრაინა (235.3 მლნ დოლარი); იტალია (137.1 მლნ დოლარი); თურქმენეთი (107.6 მლნ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები