მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტი კლებას განაგრძობს - რომელი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნიდან შემცირდა/გაიზარდა იმპორტი?

საქსტატი

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 699 მილიონი დოლარი შეადგინა, სადაც იმპორტს ძირითადი წილი უკავია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ სხვადასხვა ქვეყნიდან საქონლის შემოტანის მაჩვენებელი 5.3%-ით შემცირდა და 3 მილიარდ 373 მილიონი დოლარი შეადგინა.

2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3% შეადგინა. მთავარი საიმპორტო ქვეყანა კი თურქეთი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულიდან იმპორტი ყველაზე მეტად აშშ-დან შემცირდა, რაც ავტომობილების შემოყვანის შემცირებითაა განპირობებული. იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ეული კი ასეთია:

  1. თურქეთი - $624.5 მლნ, ზრდა 7.9%;
  2. რუსეთი - $458.4 მლნ, კლება - 6.5%;
  3. აშშ - $298.8 მლნ, კლება - 26.3%;
  4. ჩინეთი - $266.5 მლნ, ზრდა - 9.6%;
  5. გერმანია - $223.2 მლნ, კლება - 1.1%;
  6. აზერბაიჯანი - $164.5 მლნ, კლება - 16.8%;
  7. იტალია - $94.1 მლნ, ზრდა - 18.9%;
  8. პოლონეთი - $72.8 მლნ, ზრდა - 23%;
  9. საფრანგეთი - $67.9 მლნ, ზრდა - 2.3%;
  10. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $64.9 მლნ, კლება - 16.3%;

დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით ჯამურად იმპორტი 8.8%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 037 მილიონი დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა მთელი იმპორტის 14.4% შეადგინა, თუმცა წელს ქვეყანაში ავტომობილების შემოყვანა კლების ტენდეციით ხასიათდება, რაც გასულ წელს დაწესებული სანქციებით აიხსნება. უმსხვილესი 10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $486.5 მლნ, კლება - 31.3%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $283.5 მლნ, ზრდა - 15.1%;
  3. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $184.1 მლნ, კლება - 18.1%;
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $153 მლნ, ზრდა - 33.2%;
  5. სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის - $78.8 მლნ, კლება - 9.7%;
  6. სატვირთო ავტომობილები - $48.7 მლნ, კლება - 67.5%;
  7. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $40.6 მლნ, ზრდა - 96.8%;
  8. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $37.8 მლნ, კლება - 20%;
  9. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $29.8 მლნ, ზრდა - 7.1%;
  10. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - $28.8 მლნ, ზრდა - 29%.

სხვა დანარჩენი საქონლის იმპორტი ჯამურად 1.6%-ით 1 მილიარდ 995 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები