რუსთავში უძრავ ქონებაზე და ფასი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრმა ნატა მოდებაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ძველ რუსთავში მიმდინარე ახალ საცხოვრებელ პროექტებში კვ.მ-ის ფასი 1 100-1200$-ია.
რაც შეეხება ახალ რუსთავს, ასოციაციის ინფორმაციით, 35 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ფასები კი 750-დან 920$-მდე მერყეობს.
„ფასები განსხვავდება ძველ და ახალ რუსთავში. ძველი რუსთავი უფრო მოთხოვნადია და იქ ფასები 1 100$-ის ფარგლებშია, ზოგიერთი დეველოპერი 1 200$ აფასებს, თუმცა ძირითადად 1 100$-ია. დღეისთვის იქ გაცემულია და მიმდინარეობს მშენებლობა 240 ათას კვ.მ-ზე. საინტერესო და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ძველი რუსთავი ხასიათდება დაბალი განაშენიანებით, 5 სართულზე მაღალი შენობა იქ არ შენდება.
რაც შეეხება ახალ რუსთავს, იქ განსხვავებული სურათია, განსხვავებულია საფასო დიაპაზონი იმის მიხედვით, თუ რა სტადიაზეა მშენებლობა, იწყება 750$-დან და ერთ-ერთო მსხვილი კომპანია მაგ. 920$-საც აფასებს და იყიდება. ახალ რუსთავში 35 კორპუსი შენდება და 3 მკრ-გან შედგება.
მშენებლობის რაოდენობის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ერთი მხრივ დასრულდა რუსთავი-თბილისის გზატკეცილის მშენებლობა და ის რეალურად ძალიან ახლოს არის თბილისთან და მეორე მხრივ იმან, რომ თბილისში ბინის ყიდვა ძალიან გაძვირდა.
ძირითადად ბინას ყიდულობენ ადგილობრივები და ადგილობრივი ემიგრანტები, ასევე კახეთის მოსახლეობა და აზერბაიჯანელებიც, ისევე როგორც ეს ხდება მარნეულში. ყიდულობენ როგორ საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ“, - განაცხადა ნატა მოდებაძემ.