მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

750 ლარამდე ხელფასები 6 თვით საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

5ea2c11a920be
შოთა ტყეშელაშვილი
24.04.20 14:31
13178

მთავრობა ამ წუთებში ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასებზე მიიღებს სრულ სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე.

იგივე სახის სუბსიდიას მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის 1500 ლარამდე, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 

ამ პროგრამაზე მთავრობა 250 მილიონ ლარს დახარჯავს. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ დახმარებას 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ანუ კომპენსაცია თვეში 200 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები