მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“777 Partners” ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბ “ევერტონის” შესაძენად თანხას ვერ აგროვებს

ევერტონი 777 პარტნერსი

დაახლოებით ორი თვის წინ ამერიკულმა კომპანია “777 Partners-მა” ლივერპულური კლუბის “ევერტონის” შეძენა დააანონსა, თუმცა ამ დრომდე გარიგება სისრულეში ვერ მოიყვანა.

მაიამიში დაფუძნებულ კერძო საინვესტიციო კომპანიას კლუბის ამჟამინდელი ირანელი მფლობელის, ფარჰად მოშირისთვის 685 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა როგორც ცნობილია ჯერ თანხის მცირე ნაწილი აქვს გადახდილი.

როგორც ცნობილია, “777 Partners” აპირებს კლუბის 95%-ის შეძენას და გარიგება წლის ბოლომდე უნდა დაიხუროს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ამერიკულ კომპანიას სურდა ორი ინვესტორის ენდი ბელისა და ჯორჯ დაუნინგის პროექტში შეყვანა, რომლებიც კლუბის შეძენისას 100 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებდნენ, თუმცა ეს მცდელობა კრახით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონმა” პრემიერ ლიგის ისტორიაში უდიდესი სასჯელი მიიღო და 10 ქულიანი ჯარიმა დაიმსახურა, რის გამოც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. პრემიერ ლიგის წესების მიხედვით კლუბებს შეუძლიათ ფინანსური უარყოფითი ბალანსი 3 წლის მანძილზე ჰქონდეთ, ოღონდ თანხა არ უნდა აღემატებოდეს 105 მილიონ გირვანქა სტერლინგს, “ევერტონის” ბალანსი კი -125 მილიონ გირვანქას შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები