მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

8-12 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გზები
07.11.25 16:01
629

8-12 ნოემბერს გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 8 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 09:00სთ-დან 19:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები