მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 აპრილს ვიღაცებმა რომ გაბედეს და რუსული კანონი შემოიტანეს, მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი რუსული კანონის ინიცირებას 9 აპრილის გმირთა მემორიალთან.

"ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. ვერავინ ვერაფერს გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს ეს მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანია.

არ ვიცი, რა იქნება დასავლეთის რეაგირება, ალბათ იქნება. აქ მთავარია ვიცოდეთ ის, რა გვინდა. არჩევანი საქართველოსთვის ეს არის - ან დამოუკიდებლობა, ან დამონება, ან ევროპა, ან რუსეთი", - თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები