სამშაბათს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში წარადგენს მოხსენებას "დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეებზე საქართველოში".
8 ოქტომბრის განხილვას კი მოჰყვება 9 ოქტომბერს შესაბამის რეზოლუციაზე კენჭისყრა.