PMC-ის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით jobs.ge-ზე 39 984 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მარტ-აგვისტოში ჯამში 11 757 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 64%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვაკანსია ლოჯისტიკის/ტრანსპორტის/დისტრიბუციის დარგში გამოქვეყნდა. კერძოდ, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, 13 772 ვაკანსია გამოქვეყნდა ამ კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 54%-ით არის გაზრდილი.