მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში ქსელურმა მაღაზიებმა ₾5.9 მლრდ-ის შემოსავალი მიიღეს - რა განაპირობებს შემოსავლების ზრდას?

ქსელური მარკეტები

საქართველოში 8 თვეში ქსელური მაღაზიების შემოსავლები 16.5%-ით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარი შეადგინა. Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვაში FMCG სექტორის ნაწილში აღნიშნული, რომ სექტორის ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბრენდული ქსელების სწრაფი ექსპანსიაა.

2018 წლის შემდეგ FMCG სექტორში ბრენდული ქსელების წილი ბაზარზე იზრდებოდა და 2018-23 წლებში ბრენდული ქსელების წილი 22%-დან 39%-მდე გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბრენდული ქსელების ბაზარი 2023-28წლებში 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს, რაც საბაზრო წილის 56%-მდე ზრდას გამოიწვევს.

მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ ბრენდული ქსელების ზრდა მეტწილად ახალი მაღაზიების გახსნითაა განპირობებული.

რაც შეეხება ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდას, Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ ეს განპირობებულია ინფლაციით, მოთხოვნის ზრდით და გეოგრაფიული ექსპანსიით. ზრდაზე ყველაზე დიდი ეფექტი კი 2018-23წლებში ახალი მაღაზიების გახსნას ჰქონდა.

მათი მონაცემებით, თბილისში 2023 წელს 1 915 ქსელური მაღაზია მოქმედებდა, 2018 წელს კი 745. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით 2028 წლისთვის ჯამში დედაქალაქში 3 081 მაღაზია იქნება. რეგიონებში 2018 წელს 369 მაღაზია იყო, 2023 წელს 1 724, ხოლო პროგნოზით 2028 წლისთვის 3 539 მაღაზია იქნება.

"ბაზრის არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, 2028 წლამდე თბილისში დამატებით 1,100, ხოლო რეგიონებში 1,800 მაღაზიის გახსნაა შესაძლებელი", - აღნიშნული მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები