მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"80%-მდე უკვე გაყიდულია" - ნოდარ გიორგაძე პროექტ "თბილისის ბულვარის" შედეგებზე

თბილისის ბულვარი

თბილისის ზღვაზე მშენებარე პროექტ „თბილისის ბულვარში“ საინვესტიციო და საცხოვრებელი ფართების შეძენით უცხოელების მხრიდანაც გაჩნდა ინტერესი. ამის შესახებ BM.GE-ის ქართულ-სლოვაკური “ჯინო ჰოლდინგის” მმართველმა პარტნიორმა ნოდარ გიორგაძემ განუცხადა, რომელიც აღნიშნული პროექტის განმახორციელებელია.

ცნობისთვის, 30 ჰექტარზე განაშენიანებული „თბილისის ბულვარი“ როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო, სავაჭრო, საოფისე, გასართობ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. კერძოდ, „თბილისის ბულვარში“ განთავსდება: მწვანე და კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო გასართობი ინფრასტრუქტურით, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის მოედანი, პადელის და ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები, სავარჯიშო დარბაზი, სკოლა და საბავშვო ბაღი, სავაჭრო და ბიზნესცენტრები საერთო სამუშაო სივრცეებით, სასტუმრო, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი,სამედიცინო კლინიკა, რესტორნები და კაფეები, ბანკი, აფთიაქი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. პარკინგის დამოუკიდებელი შენობა 1000 ავტომობილზე და კეთილმოწყობილი 8 000 კვ.მ სანაპირო ზოლი.

„თბილისის ბულვარის“ $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2026 წელს, ხოლო მეორე ფაზის 2027 წელს იგეგმება.

ბიზნესმენის თქმით, ის შენობა, რომლის მშენებლობაც პროექტის ფარგლებში წელს დასრულდება, 80%-მდე უკვე გაყიდულია, ხოლო იმ ნაწილის გაყიდვები, რომლის მშენებლობაც ახლა დაიწყო, დაახლოებით 38%-ია.

“ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია, სხვათა შორის. გაყიდვები სერიოზულად გაიზარდა, როგორც ფასში, ასევე რაოდენობაშიც. მყიდველებს შორის გამოჩნდნენ უცხოელებიც, რომლებსაც უკვე არამარტო საინვესტიციო პროექტების შეძენა სურთ, მათ შორის სასტუმრო ნომრების, არამედ საცხოვრებლისაც. ასეთი შემსყიდველებიც საკმაო რაოდენობით გამოჩნდა. მათ შორის ევროპიდან სხვათა შორის. ამაზე შეიძლება ჩემი ფაქტორიც მოქმედებს, რადგან მე სლოვაკეთში, ჩეხეთში, ავსტრიაში უფრო მიცნობენ და მათი ინტერესი შეიძლება ამ მომენტითაც იყოს გამოწვეული, თუმცა ალბათ მთლად ასეც არ იქნება, რაღაც ქვეყანა უნდა გაინტერესებდეს, რომ იქ შემოხვიდე და შენი საცხოვრებელი იყიდო.

გარდა ამისა, ჩვენს პროექტში ბინების ყიდვის სურვილს უკვე ძალიან ბევრი ემიგრანტიც გამოთქვამს. ესეც ძალიან კარგია, როცა ქართველები ემიგრანტები ყიდულობენ საცხოვრებელს ჩვენს უნიკალურ პროექტში”, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივებსა და უცხოელებს შორის გაყიდვების წილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული. უცხოელები - 15%, მათ შორის ემიგრანტები 5-6%, ხოლო ადგილობრივები 85%. ბიზნესმენი აცხადებს, რომ უცხოელებს შორის არიან ებრაელები და არაბებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები