მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

850 კგ თევზის ნაწარმი სადახლოდან ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს

632477d0eac74
BM.GE
16.09.22 17:13
1068
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, თევზის ნაწარმით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

"საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (850,5 კილოგრამი თევზის ნაწარმი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები