ამ წუთებში, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები, სადაც პარლამენტის შესასვლელები მდებარეობს, მთლიანად პოლიციას აქვს დაკავებული.
როგორც „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანა პარლამენტის უკანა შესასვლელის პერიმეტრიდან.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის სპეციალური ტექნიკა.
რამდენიმე საათში, 09:00 საათზე ჩანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვაა დაგეგმილი.