9 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის“ ინსტიტუტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰადსონის“ ინსტიტუტი ავრცელებს.
ღონისძიება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და ჯო უილსონის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობას „ჰადსონის“ ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში კურტ ვოლკერი და „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი მიიღებენ.