მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ივნისს ასურეთში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გამოფენა ასურეთში
05.06.24 15:41
198

9 ივნისს, ასურეთში, სოფელ ელიზაბეტთალის ისტორიულ სადგურზე ოცი მეწარმე ქალის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

აქტივობა ხორციელდება ,,mindworks’’-ის მიერ პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით (MOH).

გამოფენაზე პროექტის ბენეფიციარები წარმოგიდგენენ საკუთარ ბიო პროდუქციას - თაფლი, ღვინო, სიდრი, ალპურ ზონაში ნედლი რძისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ყველი, ასევე უსასუქოდ მოყვანილი მარწყვი, მაყვალი, ჟოლო და მათგან დამზადებული პროდუქტები. გამოფენილი იქნება ხელნაკეთი ნივთებიც - სამკაულები, ტანისამოსი, აქსესუარები.

გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 13 საათზე და გასტანს საღამოს 7 საათამდე.

FB event link: https://www.facebook.com/share/MQSdQ411cNXrNkqQ/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები