მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 ნაბიჯს მე-10 ნაბიჯიც უნდა დავამატოთ და ეს არის "უცხოური აგენტების" კანონის გაწვევა - გერმანელი დეპუტატი

ნილს შმიდ

„ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა საჭიროა მე-10 ნაბიჯი დამატება, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას, რადგან ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა განაცხადა, რომელმაც თბილისში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

მისივე თქმით, 9 ნაბიჯის გარდა ახლა უნდა შესრულდეს მე-10 ნაბიჯის, სანამ გადავალთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე.

"ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ყველასთან, ვისაც შევხვდით, რადგან გვინდა იცოდეთ, გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს”, - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს.

"ეს ძალიან ცხადია, ამის შესახებ ცხადად განაცხადა ევროკავშირმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით და შემიძლია გითხრათ, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, შეადგენს ბუნდესტაგის უმრავლესობას და შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო გერმანიის ბუნდესტაგიდან ვერ მიიღებს მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დაწყებაზე თანხმობას“, - აღნიშნა ნილს შმიდმა.

თუ საქართველოს მთავრობამ ეს კურსი გააგრძელა, ბუნდესტაგი მხარს ვერ დაუჭერს EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - განცხადება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები