მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 საკითხი, რომლებსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ

ატმოსფერული ჰაერი

დღეს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხს განიხილავს:

  1. საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ (2 პროექტი), მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „რეზო კვარაცხელიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 იანვრის №26/01/01 განკარგულებით დადგენილისაგან განსხვავებული პირობების განსაზღვრისა და შპს „რეზო კვარაცხელიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დიღომი ჰესისასთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ფ/პ ვალერიან ნარიმანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ნივთების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”, მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში დამატებითი დაფინანსების მოზიდვის შესახებ”, მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები