მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 წლის შემდეგ, Dior-ის კრეატიული ხელმძღვანელი იცვლება

ქიური

9 წლის შემდეგ, ფრანგული ფუფუნების ბრენდის, Dior-ის ქალის სამოსისა და აქსესუარების ხაზის კრეატიული დირექტორი, მარია გრაცია ქიური, მოდის სახლს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია Christian Dior Couture-მა თავად გაავრცელა.

იტალიელმა დიზაინერმა კარიერა Fendi-ში, 1989 წელს ხელჩანთების დიზაინერად დაიწყო, 1999 წლიდან Valentino-ში აქსესუარების დიზაინს ქმნიდა, 2008 წლიდან კი ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელი გახდა პიერპაოლო პიჩოლისთან ერთად. 2016 წელს მარია გარცია ქიური პირველი ქალი დიზაინერი გახდა, რომელიც 1947 წელს დაფუძნებული მოდის სახლის, Dior-ის კრეატიული ხელმძღვანელი იქნებოდა.

2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის სადებიუტო კოლექციით ქიურმა Dior-ის მიმართულება განსაზღვრა, რომელიც ქალების გაძლიერებას ეფუძნებოდა და მოდის სახლს უზარმაზარი კომერციული წარმატებაც მოუტანა: 2017 წლიდან 2023 წლამდე ბრენდის გაყიდვები €2.2 მილიარდიდან €9.5 მილიარდამდე გაიზარდა.

მარია გრაცია ქიურის ბოლო კოლექცია Dior-მა რომში რამდენიმე დღის წინ წარადგინა. მოდის სახლს არ დაუსახელებია, ვინ დაიკავებს ქალის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას.

ქიურის ბრენდიდან წასვლას წინ უსწრებდა Dior-ის კაცის ხაზის კრეატიული დირექტორის, კიმ ჯონსის მიერ პოზიციის დატოვებაც. ჯონსი ჯონათან ანდერსონმა ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები