მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში 1.3 მლნ ტონის ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა

ნავთობი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიონი ტონაზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა. როგორც საქსტატში განმარტავენ, იმპორტის შესახებ მონაცემები მსხვილი იმპორტიორი კომპანიებისგან იღებენ. ტრადიციულად უმნიშვნელო იყო შიდა მოპოვება 40.4 ათასი ტონა ცხრა თვეში. შესაბამისად ქვეყანამ თითქმის სრულად იმპორტირებული პროდუქტი მოიხმარა. წლევანდელი წლის ცხრა თვეში ქვეყანაში დაახლოებით 1.3 მილიონი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები მოიხმარეს, წლიურ ჭრილში მოხმარება ფაქტობრივად იგივე ნიშნულზეა.

რაც შეეხება ნავთობის ტრანზიტს, ოქტომბერში ბაქო თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენით [BTC] 2.5 მლნ ტონა ნავთობი გადაიტანეს. რაც შეეხება ბაქო-სუფსის ნავთობსადენს, ოქტომბერში ისევ გაჩერებული იყო და სტატისტიკაში გადაზიდვები არ ჩანს. ჯამში საქართველოს გავლით წელს ტრანზიტზე 24 მლნ ტონაზე მეტია გადატანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები