მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში ადგილობრივი ექსპორტი $2.3 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით?

ადგილობრივი ექსპორტი

9 თვეში ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 7.5%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 348 მლნ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემებით, ადგილობრივმა ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 45.6%-ია, რაც გასული წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.

იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ 151 მლდოლარი შეადგინა, რაც 7.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, იანვარ-სექტემბერში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.4% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებებს შორის ადგილობრივი საქონლის გადაზიდვები თურქეთში, ჩინეთში, სომხეთსა და აშშ-ში შემცირდა, სხვა მიმართულებებით კი გაიზარდა.

რაც შეეხება საქონელს, საქართველოში ადგილობრივად წარმოებული საექსპორტო საქონლის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 276.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 189.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც წლიურად 11.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 167.3 მლნ. აშშ დოლარით, რომლის გადაზიდვებიც ასევე შემცირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები