სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2.2 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ჯამში წელს 9 თვეში მილსადენით 20.5 მლნ ტონა ნავთობია გადაზიდული. გასულ, 2024 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობის რაოდენობა 29.5 მლნ ტონამდე შემცირდა. გასული წლის მსგავსად, ბაქო-სუფსის მილსადენი წელსაც გაჩერებულია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი სათავეს იღებს ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან, გადის საქართველოს ტერიტორიაზე 6 მუნიციპალიტეტში და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან, თურქეთში. ნავთობსადენი სამხრეთ კავკასიის მილსადენის პარალელურად გადის.




























