2026 წლის მარტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) გადაზიდული ნავთობის მოცულობა გაიზარდა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში ნავთობსადენით ჯამში 6.2 მლნ ტონა ნავთობია გადაზიდული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კვლავ ბაქო-სუფსის მილსადენი გაჩერებულია.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციონერები არიან: bp (30.1%), SOCAR (25%), MOL (8.9%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), ITOCHU ( 3.4%), INPEX (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGCVidesh (2.36%).
გასულ 2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 2 მლნ ტონით 27 მლნ ტონამდე შემცირდა.




























