2024 წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ აღმავალ ტრენდს დაუბრუნდა, რაც ძირითადად კრიპტო-მაინინგ და მეტალურგიის სექტორების გამოცოცხლებით აიხსნება - ამის შესახებ Galt & Taggart-ი ელექტროენერგიის ბაზრის 9 თვის მიმოხრილვაში წერს.
მათივე ცნობით, ჯამში, 2024 წლის პირველ 9 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება
წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 10.4 ტვტ.სთ შეადგინა.
ჰიდროსადგურების გენერაცია წლიურად 7.2%-ით გაიზარდა, როგორც უხვი ნალექის, ასევე
მარეგულირებელი სადგურების ეფექტური მუშაობის ხარჯზე. ჰიდროსადგურების გენერაციის ზრდამ და
ექსპორტის შემცირებამ იმპორტის მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ასევე შემცირდა
თბოსადგურების გენერაციაც.
რაც შეეხება ბალანსს იანვარ-სექტემბერში, 2024 წლის 9 თვეში მიწოდებამ 11.8 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 11.3 ტვტ.სთ იყო ადგილობრივი გენერაცია, ხოლო 0.5 ტვტ.სთ იმპორტი.
მიწოდებული 11.8 ტვტ.სთ-დან, ადგილობრივმა მოხმარებამ საბითუმო დონეზე 10.4 ტვტ.სთ შეადგინა,
1.0 ტვტ.სთ გავიდა ექსპორტზე, ხოლო 0.4 ტვტ.სთ დაიკარგა ქსელში ტრანსპორტირებისას.
Galt & Taggart-ი კიდევ ერთ, მნიშვნელოვან მდგენელზე, ფასზე წერს, რომ ელექტროენერგიის ფასი საქართველოში წლიურად 7.9%-ით გაიზარდა და 5.6 აშშ ცენტი შეადგინა.