9 თვეში გერმანიიდან საქართველოში 1 380-მდე ადამიანის დეპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია tagesschau ავრცელებს.
გერმანული გამოცემა იტყობინება, რომ 2025 წლის 9 თვეში გერმანიიდან დეპორტაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე ქვეყნიდან 17 651 ადამიანი იქნა დეპორტირებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 14 706 იყო, თითქმის 20%-ით ნაკლები.
გამოცემის ცნობით, დეპორტირებულთა უმეტესობა თურქეთსა (1,614) და საქართველოში (1,379) გადაიყვანეს. დეპორტირებულთაგან თითქმის ყოველი მეხუთე (3,095) ბავშვი ან მოზარდი იყო.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ 23 ოქტომბერს გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანი ჩარტერული რეისის დახმარებით დაადეპორტა. დადეპორტებულებს შორის იყო ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი და მისი ოჯახის წევრები.




























