მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ₾2.323 მლრდ დაიხარჯა - მინისტრი

ინფრასტრუქტურის მინისტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში 2022 წლის ანგარიში წარადგინა. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მიერ გასულ წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური 2023 წელს გაწეული საქმიანობის შედეგები იქნება.

"აღნიშნულის წინაპირობა სამინისტროს მიერ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მაჩვენებელია, რამაც 108.5% შეადგინა. შესაბამისად, სამინისტრომ, მიმდინარე წლის 9 თვეში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას 2 323.3 მლნ ლარი უკვე მოახმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 225.2 მილიონი ლარით მეტია და სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები