საქართველოში იმპორტირებული მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი იანვარ-სექტემბერში 202%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანამ 201.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, თითქმის 118 ტონა მეორადი სათამაშო შეიძინა. ხოლო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 67 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების, 37 ტონა სათამაშო ჰქონდა შეძენილი.
2024 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში, მეორეული სათამაშოების იმპორტი 5 ქვეყნიდან მოხდა:
- გაერთიანებული სამეფო - $82.9 ათასის 58.9 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $37.3 ათასის 20 ტონა;
- იტალია - $35.1 ათასის 16.9 ტონა;
- კანადა - $29.2 ათასის 8 ტონა;
- ნიდერლანდები - $ 8.9 ათასის 1.7 ტონა.
რაც შეეხება სხვა, პირველადი მოხმარების, ანუ ახალ სათამაშოებს, წელს იმპორტმა 25.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებლეზე 9.2%-ით მეტია.