მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

9 თვეში მშენებლობაში $62.5 მლნ-ის FDI ჩაიდო - TOP-ინვესტორი ქვეყნები/კომპანიები

მშენებლობა

2025 წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკის მშენებლობის სექტორში 62 მილიონ 538 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში დარგში განხორციელებული FDI-ის მოცულობა, ჯამში, 1 657 400 დოლარი იყო. შესაბამისად, წლიური ზრდა 3673%-ია.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობაში ყველაზე დიდი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან ჩაიდო. დარგში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. აზერბაიჯანი - $26.1 მლნ;
  2. რუსეთი - $11.7 მლნ;
  3. უკრაინა - $10.9 მლნ;
  4. თურქეთი - $9.5 მლნ;
  5. სლოვაკეთი - $4.3 მლნ;
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $2.7 მლნ;
  7. აშშ - $2.2 მლნ;
  8. ინდოეთი - $1.3 მლნ;
  9. კვიპროსი - $1.1 მლნ;

BMG-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიციები ჩაიდო. ეს კომპანიებია:

  • შპს სამრეწველო-საინვესტიციო კორპორაცია მსუბუქი მრეწველობა;
  • შპს ეკო ინვესტი;
  • შპს ჯინო კაპიტალი;
  • შპს პაშა დეველოპმენტ ჯორჯია;
  • შპს პეტრა სი რეზორტ;
  • შპს რიმო გრუპ;
  • შპს ლეგერო;
  • ათლას ინშაათ საქართველოს ფილიალი;
  • შპს ნგს გრუპ;
  • შპს ბათუმი გარდენ ქიი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები