მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულების რიცხვი 4%-ით 42 012-მდე შემცირდა. სტატისტიკურ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ამ პერიოდში დანაშაულის სახეობების მიხედვით, ყველაზე მეტი - 15 622 საკუთრების წინააღმდეგაა ჩადენილი. უნდა აღინიშნოს, რომ სამოხელეო დანაშაულთა რიცხვი 25-ით, 432-მდე შემცირდა, ხოლო მმართველობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 303-ით 1 946-მდე გაიზარდა.
ჩადენილი დანაშაულის სახეობების მიხედვით ჩადენილი დანაშაული რიცხოვნობა კი ასეთია:
სიცოცხლის წინააღმდეგ - 1 339; ჯანმრთელობის წინააღმდეგ - 6 633; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ - 3 355; ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ - 26; საკუთრების წინააღმდეგ - 15 622; საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ - 1 329; ნარკოტიკული დანაშაული - 3 899; სატრანსპორტო დანაშაული - 2 143; სამოხელეო დანაშაული - 432; მმართველობის წესის წინააღმდეგ - 1 946; სხვა დანაშაული - 5 288.