მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 თვეში საქართველომ $1.2 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - საიდან შემოდის საწვავი?

ბენზინი

2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვის განმავლობაში საქართველომ 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.6 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად ნავთობის იმპორტი 4%-ით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი მისი მოცულობა 14%-ით გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზი გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებაა.

ნავთობის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც წელს 457 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის შეძენა მოხდა. თანხობრივად რუსეთიდან საწვავის მოწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით არის შემცირებული. მეორე პოზიციას 219მილიონი დოლარით რუმინეთი იკავებს, საიდანაც იმპორტი 46%-ით გაიზარდა. ასევე 19%-ით გაიზარდა იმპორტი ბულგარეთიდან, თურქეთიდან ზრდა 37%-ია, აზერბაიჯანიდან კი საწვავის მოწოდება 30%-ით გაიზარდა.

შესაბამისად, მიმდინარე წელს საქართველომ შეამცირა ნავთობის შესყიდვა რუსეთიდან და გაზარდა ალტერნატიული მომწოდებლებისგან.

# ქვეყანა მლნ დოლარი ტონა ზრდა/კლება წინა წელთან
1 რუსეთი $457 მილიონი 658,235 -3%
2 რუმინეთი $219 მილიონი 290,213 46%
3 ბულგარეთი $183 მილიონი 250,230 19%
4 აზერბაიჯანი $99 მილიონი 143,293 30%
5 თურქეთი $96 მილიონი 106,468 37%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები